Belive

სამი ქართველი მერვედფინალში - იტალიის თასზე ქართული მატჩი შედგება

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2 ნოემბერს, იტალიის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მერვედფნალისტებიც გაირკვა.

ცნობილია, რომ შემდეგ ეტაპზე სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის", ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზესა" და გიორგი კვერნაძე "ფროზინონეს" მაისურით.

მნიშვნელოვანია, რომ ერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე აუცილებლად მოხვდება - კვარაცხელიასა და კვერნაძის გუნდები შემდეგ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან. ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" კი მისთვის კარგად ნაცნობ "რომას" დაუპირისპირდება - წინა სეზონში, იგივე ტურნირის მეოთხედფინალში ქართველის გუნდმა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილს აჯობა და სერია A-ს მეორე წრეშიც სძლია.

რაც შეეხება იტალიაში მოთამაშე კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს, საბა საზონოვის "ტორინო" ასპარეზობას გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამოეთიშა, სადაც ქართველ მცველს არ უთამაშია, ხოლო ივა გელაშვილის "სპეციამ" "სასუოლოსთან" პენალტების სერიაში წააგო - ქართველმა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 6,7 და 21 დეკემბერს და 2024 წლის 3 იანვარს გაიმართება.

სხვა სტატიები