Belive

გიორგი აბურჯანია პორტუგალიის ჩემპიონატში ბრუნდება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტუგალიური მედია საშუალება ojogo ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 29 წლის ქართველი საყრდენი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგიდან წინა სეზონის შედეგების მიხედვით დაწინაურებულ "ავს სად-ს" შეუერთდება. გუნდმა პორტუგალიის მეორე ლიგაში რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში კი "პორტიმონენსეს" აჯობა და ელიტარულ დივიზიონში ადგილი მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელი, რომლის კარიერის უდიდესი ნაწილიც ესპანეთს უკავშირდება, პორტუგალიაში 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის ივლისამდე, "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში თამაშობდა და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

სხვა სტატიები