Belive

"სამარცხვინო ფრაზა კვარაცხელიას შესახებ" - იტალიურ მედიაში ქართველს იცავენ

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიურ მედიაში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 22 წლის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობენ.

ამჯერად საქმე ეხება ნეაპოლელთა ერთ-ერთი "გულშემატკივრის" სამარცხვინო ფრაზას, რომელიც მან უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე, დასკვნითი ტურის მატჩში "ბრაგასთან" (2:0) გამოიყენა. კერძოდ, როგორც ირკვევა, ტრიბუნაზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა პორტუგალიელთა ფეხბურთელს შესძახა, რომ ქართველი ვარსკვლავისთვის ფეხი მოეტეხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Areanapoli-ი წერს:

"ხვიჩა კვარაცხელია ახლა არც ისე კარგ ფორმაშია, თუმცა ამაზე გავლენას ის ფაქტორი ახდენს, რომ მას ფლანგიდან მარცხენა მცველი ვერ ეხმარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არავის აძლევს უფლებას ისეთი რამ თქვას, რაც ნეაპოლელთა ერთ-ერთმა ქომაგმა Kiss Kiss-ს შეატყობინა: "სტადიონზე მყოფმა იდიოტმა, რომელსაც გულშემატკივარს ვერც კი ვუწოდებ, "ბრაგას" ფეხბურთელს დაუძახა - "მოტეხე ფეხი კვარაცხელიას".

რატომ მიდიან ეს ადამიანები სტადიონზე და ამბობენ, რომ "ნაპოლის" ფანები არიან?. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია...", - წერს Areanapoli-ი.

სხვა სტატიები