Belive

ვილი სანიოლი 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელებშია ნომინირებული - IFFHS

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების TOP 20 დაასახელა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლიც ფიგურირებს.

ნომინირებული მწვრთნელების სრული ჩამონათვალი:

  • ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)

  • გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)

  • დიდიე დეშამი (საფრანგეთი)

  • რონალდ კუმანი (ნიდერლანდები)

  • იულიან ნაგელსმანი (გერმანია)

  • ვინჩენცო მონტელა (იტალია, თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • მურატ იაკინი (შვეიცარია)

  • ვილი სანიოლი (საფრანგეთი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ლიონელ სკალონი (არგენტინა)

  • ნესტორ ლორენსო (არგენტინა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • მარსელო ბიელსა (არგენტინა, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ფერნანდო ბატისტა (არგენტინა, ვენესუელას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ჯესი მარში (აშშ, კანადის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ტომას კრისტიანსენი (ესპანეთი, პანამის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ემერს ფაე (კოტ დ’ივუარი)

  • ჟოზე პეზეირო (პორტუგალია, ნიგერიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ჰუგო ბროსი (ბელგია, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ბარტოლომე მარკესი (ესპანეთი, კატარის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

  • ჰუსეინ ამუტა (მაროკო, იორდანიის ეროვნული ნაკრების  მწვრთნელი)

  • დარენ ბეიზლი (ინგლისი, ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი).

შეგახსენებთ, 2022 და 2023 წლებში აღნიშნული ჯილდო ლიონელ სკალონიმ მოიგო.

სხვა სტატიები