Belive

ნაპოლის ოფიციალური განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი კლუბი "ნაპოლი" ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ მიმდინარე ამბებს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კვარას მამა, ბადრი კვარაცხელია და ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობდნენ. მამუკა ჯუღელის და ბადრი კვარაცხელიას თქმით მათ არ უნდათ, რომ ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდში დარჩეს და პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის გუნდია.

მიმდინარე ამბებზე "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში:

კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრის განცხადებებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. ფეხბურთელს, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი აკავშირებს, მის მომავალ აგენტები და მამები არ წყვეტენ, არამედ ყველაფერს წყვეტს კლუბი "ნაპოლი! ამბის დასასრული. - "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები