Belive

რუდი გარსია: "კვარაცხელიას დასვენება წინდახედული ნაბიჯია"

8 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2023/24 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს ქართველი ფეხბურთელების გუნდების, გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მატჩი გახსნის.

მატჩის წინ გაირკვა, რომ იტალიის ჩემპიონატის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდთან ერთად ფროზინონეში ვერ გაემგზავრა, რაც შეეხება მასპინძელთა ქართველ შემტევს ის უდიდესი ალბათობით განაცხადში იქნება.

მატჩის წინ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემის, მათ შორის მოახლოებული შეხვედრისა და სეზონის შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლის" თავკაცმა კვარაცხელიას არყოფნაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "იმ ტრავმის გათვალისწინებით, რომელიც მან ზაფხულში მიიღო და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია, წინდახედული ნაბიჯი იქნება, თუ "ფროზინონესთან" მატჩში არ ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგებმა აჩვენა, რომ ის ჯანმრთელად იყო და ბოლო ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, რეალურად თავს სრულფასოვნად მზად არ გრძნობს".

რაც შეეხება მეტოქეს, ფრანგი სპეციალისტის კომენტარი "ფროზინონეს" შესახებ ასეთი იყო: "მომზადება კარგია, მაგრამ ჩვენ ნამდვილი კონკურენცია მოგვენატრა. მოუთმენლად ველით ჩემპიონატის დაწყებას, ვიცით, რომ რთული მეტოქე გვყავს, რომელიც სერია B-დან დაწინაურდა და ჩემპიონატის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ელის. ყოველთვის, როცა სერია A-ში გამოსვლას იწყებ, ეს ბუნებრივი გრძნობაა. ჩვენ ამ ყველაფერს მოთმინებით უნდა შევხვდეთ", - თქვა რუდი გარსიამ.

"ფროზინონესა" და "ნაპოლის" მატჩი 19 აგვისტოს შედგება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები