Belive

გიორგი ქვილითაია ანორთოსისს ფინანსურად დაეხმარა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი ქვილითაია, ყოფილ გუნდს, ფამაგუსტას ანორთოსისს ფინანსურად დაეხმარა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი ამჟამად ფინანსურ პრობლემებს ებრძვის, რის გამოც დახმარების ფონდი გაიხსნა, სადაც შემოწირულობები გროვდება.

ანორთოსისის კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლის, სტელა მარკოუს ინფორმაციით, არისის ქართველმა ცენტრალურმა ფორვარდმა გუნდს, რომელშიც საწყისი კვიპროსული სეზონი გაატარა, 1 000 ევრო გადაურიცხა.

"ფინანსური შემოწირულობა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია და გულწრფელ მადლობას ვუხდით გიორგი ქვილითაიას. კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფეხბურთი აერთიანებს, მეტოქეობა მხოლოდ მოედანზეა", - ამბობს სტელა მარკოუ.

გიორგი ქვილითაიას კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი სწორედ ანორთოსისში აქვს გატარებული, რომლის შემადგენლობაშიც 31 წლის ფეხბურთელმა 37 მატჩში 15 გოლის გატანა, 2 საგოლე პასის გაკეთება და კვიპროსის თასის მოგება მოახერხა.

ანორთოსისი 5 ტურის შემდეგ დაგროვებული 2 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩს აელ ლიმასოლთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები