აუსტრიას მწვრთნელი: "ევროპული ტურნირისთვის 100%-ით მზად ვიქნებით"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპაერის მეტოქე გუნდის, ვენის აუსტრიას მთავარი მწვრთნელი სტეფან ჰელმი ბერლინის ჰერტასთან წაგებული ამხანაგური მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"გვინდა, რომ ახალ სეზონში ისევ ძალიან კარგი დაცვა გვყავდეს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში უფრო ზუსტად უნდა ვითამაშოთ.
ახალწვეულებს ადაპტირებისთვის განსაკუთრებული დრო არ დასჭირვებიათ, ამიტომ, ვფიქრობ ევროპულ ტურნირზე მატჩისთვის 100%-ით მზად ვიქნებით", - ამბობს სტეფან ჰელმი.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული, თბილისის სპაერი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის აუსტრიას შეხვდება. საწყისი მატჩი ვენაში 24 ივლისს, საპასუხო კი 31 რიცხვში თბილისში გაიმართება.