Belive

რუბენ ბარახა: "მამარდაშვილის ტრანსფერი გუნდისთვის ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია"

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ გიორგი ამ სეზონში ჩვენთან ითამაშებს.

გუნდი სამომავლოდ, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან ტრანსფერს ახორციელებს. ჩვენ სპორტული თვალსაზრისით, გიორგისთვის ნდობის გამოცხადებას ვაგრძელებთ, ის შეეცდება, რომ კარგი სეზონი ჩაატაროს და გადამწყვეტი როლი მოირგოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ამ სეზონში ჩვენს გუნდში ითამაშებს", - ამბობს რუბენ ბარახა.

გიორგი მამარდაშვილი ახლადდაწყებულ სეზონს "ვალენსიას" მაისურით ითამაშებს, ამის შემდეგ კი "ლივერპულს" შეუერთდება.

სხვა სტატიები