Belive

ცოტნე კაპანაძე დუნაისკა სტრედაში ითამაშებს

10 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ახალგაზრდა ქართველი ფლანგის მცველი, ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი "დუნაისკა სტრედას" შეუერთდება.

23 წლის მარჯვენა მცველი სლოვაკეთში იმყოფება, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ გუნდთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია ექნება გათვალისწინებული. გუნდებს შორის შეთანხმების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ "დუნაისკა სტრედა" ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ მოხვდება, "იბერია 1999-ს" უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდისთვის, ფეხბურთელს "იბერიაში" დაბრუნება შეეძლება.

ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999-ს" აღზრდილია, მას იჯარის წესით "რუსთავისა" და "თელავის" შემადგენლობაში უთამაშია. 2023 წლიდან ის "იბერიას" მთავარი გუნდის ღირსებას იცავს და ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა. "იბერიას" მთავარი გუნდის მაისურით, მან 79 მატჩში 1 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ცოტნე კაპანაძეს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს არაერთი მატჩი ჩატარებული, რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდში კი მის აქტივში 10 მატჩში 2 გატანილი გოლია. 2024 წლის ეროვნული ლიგის სეზონში, 7 საგოლე პასით მან საუკეთესო ასისტენტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები