Belive

ჩვენი მეტოქე: ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდება.

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა სექტემბრის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: დიმიტარ მიტოვი (აბერდინი), ივან დიულგეროვი (შერიფი), სვეტოსლავ ვუცოვი (ლევსკი);

მცველები: ალექს პეტკოვი (კიფისია), როზენ ბოჟინოვი (როიალ ანტვერპენი), კრისტიან პეტროვი (ჰერენვენი), ფაბიან ნურნბერგერი (დარმშტადტი), კრისტიან დიმიტროვი (ლევსკი), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ნიკოლაი მინკოვი (პლოვდივის ბოტევი), ჟივკო ასტანოვი (ჩერნო მორე), ემილ ცენოვი (ცსკა 1948);

ნახევარმცველები: ილია გრუევი (ლიდსი), ანდრიან კრაევი (თელ ავივის აპოელი), გეორგი მილანოვი (ბუქარესტის დინამო), სტანისლავ შოპოვი (ოსიეკი), მარინ პეტკოვი (ლევსკი), ვასილ პანაიოტოვი (ჩერნო მორე), ივაილო ჩოჩევი (ლუდოგორეცი), სვეტოსლავ კოვაჩევი (არდა);

თავდამსხმელები: კირილ დესპოდოვი (პაოკი), მარტინ მინჩევი (კრაკოვია), ლუკას პეტკოვი (ელვერსბერგი), ალექს კოლევი (ნანტონი), ვლადიმერ ნიკოლოვი (კიელჩეს კორონა), რადოსლავ კირილოვი (ლევსკი);

საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 7 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები