Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ კალიარის წინააღმდეგ?

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 0:4 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. პირველი გოლი მე-18 წუთზე რომელუ ლუკაკუს გადაცემის შემდეგ ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა, ბელგიელი ფეხბურთელი მეორე გოლის მომენტშიც ფიგურირებდა, ამჯერად მან 66-ე წუთზე ასისტი კვარაზე გააკეთა და ქართველმა მომენტი შესანიშნავად დააგვირგვინა. 70-ე წუთზე უკვე ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა საგოლე გადაცემა რომელუ ლუკაკუს და მანაც მომენტი გოლით დაასრულა. 90+3-ე წუთზე მატჩში საბოლოო წერტილი დავიდ ნერეშის ასისტის შემდეგ ალესანდრო ბონჯორნომ დასვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 74 წუთი ითამაშა. როგორც უკვე აღვნიშნეთ კვარამ დღეს გოლს+ასისტი მიითვალა, მან სწორედ ასეთი ბრწყინვალე თამაშით ორივე გუნდის რიგებში, Sofascore-ს მიხედვით საუკეთესო შეფასება 8.6 დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა კარში ერთხელ დაარტყა, 2-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს, ბურთს 51-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 26-დან 20 (77%), 13 ორთაბრძოლაში შევიდა და 6-ში გამარჯვებული დარჩა.

ხვიჩა კვარაცხელიას Whoscored-მაც საუკეთესო შეფასება დაუწერა - 8.8

სერია A-ს ცხრილში "ნაპოლი" 4 ტურის შემდეგ 9 ქულით (3 მოგება და 1 მარცხი) პირველ პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.

ქართველ ფეხბურთელს კი მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები