კონტე ადასტურებს: ხვიჩა კვარაცხელია ფიორენტინასთან არ ითამაშებს
2025 წლის საწყისი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიასთვის 4 იანვარს, იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, "ფიორენტინასთან" არ შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია, მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გაავრცელა.
"ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ფლორენციაში არ ითამაშებენ. ეს მოულოდნელი სიახლეა, მაგრამ ყველა გუნდს უწევს სეზონის განმავლობაში ასეთი ეტაპების გავლა. კვარას ისევ კუნთის დაჭიმულობა აწუხებს", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
"ნაპოლი", რომელიც ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის, სატურნირო ცხრილს "ატალანტასთან" ერთად ლიდერობს, უახლოეს მდევარ და მოქმედ ჩემპიონ "ინტერს" კი მატჩით ნაკლები აქვს გამართული და გამარჯვების შემთხვევაში 2 ქულით გასწრება შეუძლია. რაც შეეხება "ფიორენტინას", ფლორენციელები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას 2024/25 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში სერია A-ში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.