"სამი სისულელე ხვიჩა კვარაცხელიაზე" - Area Napoli ქართველის უდიდეს როლზე საუბრობს
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ტორინო" მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა, მან ამის გაკეთება ხვიჩა კვარაცხელიას გოლით შეძლო.
მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელზე დიდი კრიტიკა მოდის, რასაც Areanapoli ეხმაურება. ნეაპოლური გუნდის გვერდი სტატიას ასე ასათაურებს: "სამი სისულელე "ნაპოლის" გარემარბზე". სტატიაში ყურადღება გამახვილდა ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს როლზე ნეაპოლურ კლუბში, განსაკუთრებით "ტორინოსთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ:
ყოველგვარი სისულელეების გარეშე, ხვიჩა კვარაცხელია ნელ-ნელა იმ დონეს უბრუნდება, რომელსაც საჩემპიონო სეზონში მიგვაჩვია.
"ხვიჩა კვარაცხელია ისეთი ფეხბურთელი აღარ არის, როგორსაც მას საჩემპიონო სეზონში ვხედავდით, ახლა ყველამ იცის თუ როგორ უნდა მისი განეიტრალება" - ეს არის პირველი სისულელე, რომელსაც ბევრი მის შესახებ იმეორებს, რომელიც ნამდვილად არაკომპეტენტურია.
ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ქართველზე გვესმის. მან "ტორინოს" წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კვარამ მაკტომინეის ფაქტობრივად დაუხატა საგოლე გადაცემა. ეს არ იყო უბრალოდ გადაცემა, არამედ ეს იყო ძალიან მაღალი დონის შესრულება, მას შემდეგ როდესაც ანგისამ ხვიჩასთვის დერეფნის შექმნა შეძლო.
"ის მარიო რუის ნაკლებობას განიცდის, რადგან თავის ფლანგზე თავს კომფორტულად მხოლოდ პორტუგალიელთან ერთად გრძნობდა". ეს არის კიდევ ერთი სისულელე, "პროფესორად" წოდებული მარიო რუის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მატიას ოლივერა სათამაშო კლასის მაღალ დონეს დღითიდღე ადასტურებს და არაფრით ჩამოუვარდება პორტუგალიელს.
კიდევ ერთი სისულელე ეხება სახელშეკრულებო საკითხს, რომელიც გულისხმობს: "რა თქმა უნდა მას ეს საკითხი აშფოთებს". კვარამ კარგად იცის საიდან მოდის და იცის ასევე მისი პოტენციალი. ეჭვგარეშეა, რომ კონტრაქტის დეტალების საკითხზე კვარა ფიქრობს, მაგრამ როდესაც ის მოედანზეა მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: კარგად ითამაშოს და მომავალზე იფიქროს. თუ ცუდად ითამაშებს, ვინ შეიძლება დაინტერესდეს მისი თამაშით? მისი აგენტი კონრაქტზე ზრუნავს.