Belive

პროგნოზი: რომელ ადგილს უწინასწარმეტყველებს მედია ხვიჩა კვარაცხელიას?

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში 26 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა. ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთზეა ნომინირებული და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდატებს შორის სახელდება.

25 წლის ქართველი ფეხბურთელი უამრავი ევროპული მედია საშუალების აზრით ოქროს ბურთზე ნომინირებულ კანდიდატთა საუკეთესო ხუთეულში მოიაზრება. CBS სპორტმა და პოპულარული საფეხბურთო პოდკასტის (ტიერი ანრის, ქეით აბდოს, ჯეიმი კარაგერისა და მაიკა რიჩარსდის პოდკასტი) Golazo-ს გუნდმა, შიდა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელია 20 ხმის მიმცემიდან ორმა, კრის ვიტინგემმა და ფრანჩესკო პოცორიომ პირველ პოზიციაზე დაასახელა, სულ კი მან 106 ქულით მეექვსე პოზიცია დაიკავა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ჰარი კეინი: 234 ქულა

2. ლამინ იამალი: 211 ქულა

3. კილიან მბაპე: 163 ქულა

4. როდრი: 117 ქულა

5. მაიკლ ოლისე: 115 ქულა

6. ხვიჩა კვარაცხელია: 106 ქულა

7. ლიონელ მესი: 106 ქულა

8. ერლინგ ჰოლანდი: 45 ქულა

9. უსმან დემბელე: 41 ქულა

10. ჯუდ ბელინგემი: 34 ქულა

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები