Belive

FIFPRO | ისტორიაში პირველად, ოქროს ბურთის მფლობელი საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFPRO-მ (პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია) საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და ოქროს ბურთის მფლობელი, ჰარი კეინი ვერ მოხვდნენ.

ინგლისის საფეხბურთო ნაკრებისა და ბაიერნის ვარსკვლავზე წინ, ფორვარდების ჩამონათვალში კილიან მბაპე, ლამინ იამალი, ლეო მესი და ერლინგ ჰოლანდი გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ კეინი გახდა ოქროს ბურთის პირველი გამარჯვებული, რომელიც FIFPRO-ს მიერ შედგენილ წლის საუკეთესო ნაკრებში ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას - ქართველმა ვარსკვლავმა 19.806 ხმა მიიღო და 14.4%-ით მე-7 ადგილი დაიკავა. კვარას უკეთესი პოზიცია ერგო ვიდრე მის თანაგუნდელ უსმან დემბელეს.

FIFPRO წლის საუკეთესო თერთმეტეული

დავიდ რაია - ნუნო მენდეში, პაუ კუბარსი, აშრაფ ჰაკიმი, ჯუდ ბელინგემი, როდრი, ვიტინია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლეო მესი, ლამინ იამალი.