Belive

ანდრია ბართიშვილის ტრავმა: დაბრუნების დრო ცნობილია

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ანდრია ბართიშვილის ტრავმის სირთულე ცნობილია.

"ანდრია ბართიშვილს MRT კვლევით წინა წვივ-მცირეწვივის იოგის (ATFL), იგივე სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა.

მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის გავლას სავარაუდოდ 8-12 კვირა დასჭირდება.

მალე გამოჯანმრთელდი, ბართი", - წერს იბერია 1999-ს ოფიციალური გვერდი.

ანდრია ბართიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია და კონტრაქტი ფოთის კოლხეთთან აკავშირებს და საქართველოს გასული 2 სეზონის ჩემპიონ გუნდში იჯარის წესით თამაშობს. 2027 წლის ზაფხულში ანდრია ბართიშვილი ლონდონის არენალში გადაბარგდება.

სხვა სტატიები