ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატის ბინადარ "ფამალიკაოში" გააგრძელებს.
ქართველი ტალანტი "იბერია 1999-ს" წარმომადგენლებთან ერთად უკვე პორტუგალიაში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ოთო მამაგეიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "იბერია 1999-ს" აკადემიების აღზრდილია. მან "იბერიას" მთავარი გუნდის შემადგენლობაში 105 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. 2024 წლის სეზონში ის საქართველოს ჩემპიონი გახდა და რამაზ სვანაძის გუნდის შემადგენლობაში ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.