4 სექტემბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გასამართი მატჩის წინ, ამ თარიღით გამართულ მატჩებს გადავხედავთ და იმ შეხვედრებს გავიხსენებთ, რომელიც 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა გამართა.
1997
მეტოქე: მოლდოვის ნაკრები
ტურნირი: მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სტადიონი: რესპუბლიკური სტადიონი (კიშინიოვი, მოლდოვა)
დასწრება: 5 500
ანგარიში: 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ
გოლი: თემურ ქეცბაია 1:0 (10)
შემადგენლობა: ნიკოლოზ ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, გელა შეყილაძე (28, ყვითელი ბარათი), კახა კალაძე (წითელი ბარათი, 64), გიორგი ჩიხრაძე, გიორგი გახოკიძე (გოჩა ჯამარაული, 88), გიორგი ნემსაძე (კაპიტანი), მიხეილ ყაველაშვილი (მურთაზ შელია, 80), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე (წითელი ბარათი, 70), არჩილ არველაძე (ვალტერ გუჩუა, 68)
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
მსაჯი: დანი კორეანი (ისრაელი)
1999
მეტოქე: სლოვენიის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სტადიონი: ბეჟიგრად სტადიონი (ბეჟიგრადი)
დასწრება: 7 000
ანგარიში: 2:1 მეტოქის სასარგებლოდ
გოლი: შოთა არველაძე, 1:1 (55)
შემადგენლობა: დავით გვარამაძე, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (ყვითელი ბარათი, 42), გივი დიდავა, თენგიზ სიჭინავა, ბადრი ახვლედიანი (ყვითელი ბარათი, 15, გელა შეყილაძე, 46), კახა კალაძე (კაპიტანი), მიხეილ ფოცხვერია, მიხეილ ყაველაშვილი, არჩილ არველაძე, შოთა არველაძე
მთავარი მწვრთნელი: იან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
მსაჯი: იან ვეგერეეფი (ნიდერლანდები)
2004
მეტოქე: თურქეთის ნაკრები
ტურნირი: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სტადიონი: ჰუსეინ ავნი აკერის სტადიონი (ტრაბზონი, თურქეთი)
დასწრება: 10 169
ანგარიში: 1:1
გოლი: მალხაზ ასათიანი (83)
შემადგენლობა: აკაკი დევაძე, კახაბერ მჟავანაძე, ოთარ ხინზანეიშვილი (ყვითელი ბარათი, 81, გივი კვარაცხელია, 90), ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე (კაპიტანი, ყვითელი ბარათი, 67), დავით კვირკველია (ყვითელი ბარათი, 2), ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი (მალხაზ ასათიანი, 80), გიორგი დემეტრაძე (ლაშა ჯაკობია, 75, ყვითელი ბარათი, 89), გოჩა ჯამარაული, შოთა არველაძე
მთავარი მწვრთნელი: ალან ჟირესი (საფრანგეთი)
მსაჯი: ლუის მედინა კანტალეხო (ესპანეთი)
2015
მეტოქე: შოტლანდიის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
დასწრება: 23 000
ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 1:0
გოლი: ვაკო ყაზაიშვილი 1:0 (38)
შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი (ყვითელი ბარათი, 78), გურამ კაშია (ყვითელი ბარათი, 10), უჩა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა (კაპიტანი), თორნიკე ოქრიაშვილი (გიორგი მერებაშვილი, 71), ლევან მჭედლიძე (მათე ვაწაძე, 93), ჯანო ანანიძე (ყვითელი ბარათი, 44, მურთაზ დაუშვილი, 82), ვაკო ყაზაიშვილი
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)