Belive

ოფიციალურად: საბა ხარებაშვილი კარიერას ბაშაქშეჰირში გააგრძელებს

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი, საბა ხარებაშვილი კარიერას ბაშაქშეჰირში გააგრძელებს.

თურქეთის სუპერ ლიგის წარმომადგენელი გუნდის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ, ბაშაქშეჰირში გადაბარგდება.

დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარ გუნდში 58 მატჩი აქვს ჩატარებული. მას საქართველოს 17,19, 21-წლამდელთა და მთავარ ნაკრებებშიც უთამაშია. ამავე დროს, საბა ხარებაშვილი უეფას ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა.

სხვა სტატიები