Belive

ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა | გოგა ბითაძეს 4 დაფარება ჰქონდა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ატლანტა ჰოუქსთან" 106:112 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 16:37 წუთი ითამაშა, ქართველმა კალათბურთელმა მატჩში მხოლოდ ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო, გოგას 3 მოხსნა, 4 ბლოკი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

შეხვედრაში 37 ქულით საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი, 31 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. ატლანტელთა მხრიდან ყველაზე მეტი 19 ქულა ჰქონდა ტრეი იანგს.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით და 29 მარცხით მე-9 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 13 თებერვალს, "შარლოტ ჰორნეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები