Belive

სანდრო მამუკელაშვილმა შარლოტთან 13 ქულა ჩააგდო

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო" "შარლოტ ჰორნეტსთან" 134:145 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 17:07 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა (5-დან 2 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი), 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა.

ყველაზე მეტი 27 ქულა ლამელო ბოლმა ჩააგდო, 26-26 ქულა ჰქონდათ სტეფონ კასტლს და ნიკ სმიტს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 27 მოგებით და 38 მარცხით მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 მარტს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, მეორე ქართველი, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმაც" ითამაშა და "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 118:111 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 5:34 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.

ყველაზე მეტი 43 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, ენტონი ედვარდსმა 28 ქულა მიითვალა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 37 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 მარტს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები