Belive

ლეიკერსი ორლანდოს დაუკავშირდა და გოგა ბითაძის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლოს ანჯელეს ლეიკერსი 2025/26 წლების სეზონის დაწყებას მნიშვნელოვანი გაძლიერებით აპირებს, გუნდს სურს როგორც სასტარტო, ასევე სათადარიგო ცენტრის დამატება. Clutch Points-ის ჟურნალისტმა ბრეტ სიგელმა რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი დაასახელა, რომლებზეც ლოს ანჯელესური გუნდი აუცილებლად იმუშავებს და ერთ-ერთი სიაში ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეცაა. წყაროს ცნობით ლეიკერსმა მის შესახებ ორლანდოსგან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა, მაგრამ სიგელის განცხადებით ჯერჯერობით უცნობია თუ რა მასშტაბის იყო ეს საუბრები.

ბითაძის გარდა ლეიკერსის სამიზნეს 4 მოთამაშე წარმოადგენს ფინიქს სანსის ცენტრი ნიკ რიჩარდსი, ნიუ ორლეანს პელიკანსიდან ივ მისი, პორტლენდიდან რობერტ უილიამსი და ბითაძის თანაგუნდელი უენდელ კარტერ ჯუნიორი.

სხვა სტატიები