Belive

"ოფიციალური შეთავაზება მზადაა" - იტალიური მედია კვარას კონტრაქტის განახლებას ვარაუდობს

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. კონკრეტულად, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ქართველი ფეხბურთელი გუნდთან კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს.

Kiss Kiss Napoli, რომელიც სამხრეთიტალიური რადიოსადგურია და კონკრეტულად მისი დირექტორი, დე მაჯიო ამტკიცებს, რომ მხარეები დიდი ალბათობით შეთანხმებას მიაღწევენ. ასევე, ნათქვამია ის, რომ ნეაპოლური გუნდი ფეხბურთელს განახლებულ პირობებს სთავაზობს.

"ნაპოლიმ" კვარაცხელიას განახლებული კონტრაქტის პირობები ოფიციალურად წარუდგინა და მის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. ფინანსური თვალსაზრისით, ფეხბურთელი 5.4 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიურ გასამრჯელოს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს გამოიჩენს, მან ფეხბურთელს ორმაგი ანაზღაურება, "ნაპოლის" კი სოლიდური თანხა უნდა შესთავაზოს" - ამბობს დე მაჯიო.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს 4 გოლითა და 2 საგოლე პასით. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო იტალიის სერია A-ში ნეაპოლელები ლიდერობენ.

სხვა სტატიები