Belive

ვიზიტი ნაპოლის ბაზაზე: კვარა თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ შეხვდა

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დატოვებამდე გუნდის ბაზას, "კასტელ ვოლტურნოს" ეწვია და თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ შეხვდა.

Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ბაზაზე მივიდა, ოთახში, რომელშიც მწვრთნელები ფეხბურთელებთან თეორიულ წვრთნას გადიან, თანაგუნდელებს შეხვდა, ფოტო მიიტანა და ხელი მოაწერინა, მათ მადლობა გადაუხადა და სახლში დაბრუნდა.

უახლესი ინფორმაციით, კვარაცხელია ნეაპოლიდან პარიზში 16 იანვრის საღამოს გაემგზავრება, 17 რიცხვში დილით, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "პსჟ''-ს 75 მილიონი ევრო დაუჯდება, ყოველწლიურად კი, 9 მილიონი ევროს გასამრჯელოს მიიღებს.

სხვა სტატიები