Belive

ფინალური რეიტინგი: რომელ პოზიციაზე ასრულებს ისტორიულ წელს საქართველოს ნაკრები?

2 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

19 დეკემბერს ფიფამ 2024 წლის დასკვნითი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა.

გამომდინარე იქიდან, რომ ნოემბრის შემდეგ ევროპაში, სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში სანაკრებო მატჩები არ გამართულა, რეიტინგის საწყის ასეულში ცვლილება არ არის. ამ პერიოდში მხოლოდ აზიის, აფრიკის და ოკეანიის წარმომადგენელმა ნაკრებებმა ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგს 2024 წელს 68-ე პოზიციაზე ასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნაკრები 2023 წლის იგივე პერიოდში, დასკვნით რეიტინგში, 77-ე ადგილს იკავებდა. მას მერე ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი მერვედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ამაზე მაღალ პოზიციაზე რეიტინგში წლის ფინალური პოზიცია მხოლოდ ოთხჯერ, 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით დაასრულა. საუკეთესო ფინალური პოზიცია საქართველოს ნაკრებმა 1998 წელს დააფიქსირა, როცა გუნდი მსოფლიოში 52-ე პოზიციას იკავებდა.

2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ერთი ამხანაგური და 12 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 2-ში ფრედ ითამაშა.

2025 წელს საქართველოს ნაკრები მარტის მიწურულს, სომხეთთან ორმატჩიანი დუელით დაიწყებს. ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად, ვილი სანიოლის გუნდი 20 მარტს სომხეთთან სტუმრად, ხოლო 23 რიცხვში საშინაო კედლებში ითამაშებს.

სხვა სტატიები