Belive

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნმა ლუკა პარკაძე ავსტრიაში გაანათხოვრა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და ევროპულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კონკრეტულად, საქმე ნიჭიერ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, ლუკა პარკაძეს ეხება, რომელიც მიუნხენის "ბაიერნმა" ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ადმირაში" გააგრძელებს.

"ლუკამ ჩვენს ახალგაზრდულ სისტემაში მცირე დროის განმავლობაში ივარჯიშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის "ადმირასთან" ერთად საუკეთესო ფორმაში შევა, რათა განვითარების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგას. ჩვენ მას ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით", - თქვა მიუნხენური გრანდის ახალგაზრდული მიმართულების განვითარების ხელმძღვანელმა, იოჰან ზაუერმა.

ლუკა პარკაძე  დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და 2022 წელს მიუნხენის "ბაიერნის" მეორე გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. 18 წლის ფეხბურთელმა 2023 წლის ზაფხულამდე ისევ საქართველოში ითამაშა და "გაგრაში" იყო განათხოვრებული, ივლისიდან კი უკვე გერმანულ გრანდს შეუერთდა.

სხვა სტატიები