Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ".

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ფურია როხასთან" შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოახლოებული შეხვედრისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, ყველა ნახავდით ჩემს კომენტარს იმის შესახებ, თუ რატომ არ მივიღე მონაწილეობა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე - ამაზე უკვე ვისაუბრე.

რაც შეეხება უშუალოდ 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას, ვფიქრობ, ამ გუნდს არ ჰქონია ის გარემოება, რომ ვინმე ან რამე დააკლდა და მათ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ და სხვანაირად ყოფნის უფლება არც მაქვს. რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ.

ამის შესახებ უკვე სამჯერ ვისაუბრე, მაგრამ იმას დავამატებ, რომ გარდა ჩემი პირადი მიზეზებისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ვითამაშე, არის ის, რომ იმ ბიჭებს, რომლებმაც ამ ტურნირზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, თამაშის შესაძლებლობა მიცემოდათ.

საქართველოს ნაკრებისთვის და ასევე, ჩემი კლუბისთვის ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. ვფიქრობ, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და ამ ყველაფერს უკვე უშუალოდ მოედანზე იხილავთ''. - თქვა "ნაპოლის" 22 წლის გარემარბმა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები