CIES-მა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის შეიყვანა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის ცხადაია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელიც 21-ე პოზიციას იკავებს და მისი შეფასება 115 მილიონი ევროა.
2⃣1⃣ to 3⃣0⃣ most expensive* players 🌎#Kvaratskhelia 🇬🇪 #Leao 🇵🇹 #AntonioSilva 🇵🇹 #XaviSimons 🇳🇱 #BrunoGuimaraes 🇧🇷 #Havertz 🇩🇪 #Mbappe 🇫🇷 #MacAllister 🇦🇷 #Palmer 🏴 #Saliba 🇫🇷
— CIES Football Obs (@CIES_Football) January 5, 2024
*Transfer value as per @CIES_Football ⚽️ statistical model 📊
Top 💯 👉 https://t.co/P1kLZlwUcZ pic.twitter.com/Q9bUWWG9Vg
22 წლის ქართველი ვარსკვლავი კილიან მბაპეს, რაფაელ ლეაოს, ხავი სიმონსს, ბრუნო გიმარაეშს, კაი ჰავერცს და სხვა ვარსკვლავებს უსწრებს.
რაც შეეხება იტალიის სერია A-ს, აქ ხვიჩა კვარაცხელია პირველ პოზიციას იკავებს და მასთან ყველაზე ახლოს "მილანის" მარცხენა ფლანგის პორტუგალიელი გარემარბი, რაფაელ ლეაოა.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 24 მატჩი აქვს ჩატარებული, 5 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.