Belive

ნერეში კვარას ნაცვლად: კონტე ემპოლისთან ლიდერის დასვენებას აპირებს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლებელია იტალიის სერია A-ს მერვე ტურში დასვენებისთვის განკუთვნილი დრო მიიღოს.

კონკრეტულად, იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ უამრავი ენერგია დახარჯა, ანტონიო კონტემ გუნდის ლიდერის დასვენება გადაწყვიტოს.

23 წლის ქართველი შემტევის ნაცვლად, "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეშის დაყენება განიხილება. ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდს "ბენფიკადან" სეზონის სტარტზე შეუერთდა და ახლა სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩენის შესაძლებლობა ექნება.

"ნაპოლი" საბა გოგლიჩიძის "ემპოლის" 20 ოქტომბერს, სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები