Belive

კიდევ ერთი ტრავმირებული: საქართველოსთან შეიძლება დანი ოლმომაც ვერ ითამაშოს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება.

ევროპის მოქმედ ჩემპიონს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის წამყვანი მოთამაშეები. უახლესი ინფორმაციით, ტრავმირებული ფეხბურთელების სიას დანი ოლმოც მიემატა.

ესპანეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მატჩისწინა ვარჯიშის დროს წვივის ტრავმა მიიღო და ჩვენს გუნდთან შეხვედრაში მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

დანი ოლმოს გარდა, ესპანეთის ნაკრების ტრავმირებულ ფეხბურთელთა შორის ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, როდრი, ფაბიან რუისი, დინ ჰაუსენი, ფერმინ ლოპესი და ფაბიან რუისი არიან.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 11 ოქტომბერს, ალიკანტეში, ელჩეში, ესტადიო მარტინეს ვალეროზეა დაგეგმილი. ჩვენი გუნდის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები