Belive

ნეაპოლური მედია | "ნაპოლი და კვარაცხელია: ყველაფერი გადაწყვეტილია, თუ სენსაცია არ მოხდა"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნეაპოლური მედია საშუალება areanapoli, რომელიც გუნდში მიმდინარე სიახლეებს აქტიურად ავრცელებს, ამტკიცებს, რომ ზაფხულში მოსალოდნელ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით, ყველაფერი გადაწყვეტილია. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებულები არიან და ისინი თანამშრომლობის გაგრძელებას პრიორიტეტს ანიჭებენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება.

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. მას და გუნდს ჯერ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებიათ, თუმცა დიდია იმის შანსი, რომ ეს მოხდეს. ქართველი ფეხბურთელის დამატების სურვილი არაერთ ევროპულ გუნდს ამოძრავებს. ისინი აკვირდებიან "ნაპოლისა" და კვარაცხელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ითვალისიწნებენ ყველა გარემოებას. დარჩება თუ არა გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რაზე პასუხსაც უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ.

AreaNapoli.it-ის რედაქცია კვარაცხელიას მომავლის გარკვევას ცდილობს. იტალიური გუნდი ქართველის კონტრაქტის გაყიდვას არ აპირებს. მართლაც რამდენიმე დიდი გუნდის, მათ შორის ინგლისურის მხრიდან, ინტერესის გამოხატვა და შეთავაზება ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამ დროისთვის ნეაპოლში ყველაფერი გადაწყვეტილია და გუნდის ხელმძღვანელობა კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს.

თუ რაიმე სენსაციური სიახლე არ გავრცელდა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ისევ "ლურჯებთან" იქნება დაკავშირებული", - წერს areanapoli.it.

2023/24 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, იტალიის სერია A-ში 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება მოახერხა. რაც შეეხება თავად "ნაპოლის", სერია A-ში 37 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს დაგროვებული და მე-10 პოზიციას იკავებს. სეზონის დასკვნითი ტურის მატჩში ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-14 პოზიციაზე მყოფ "ლეჩეს" შეხვდება.

სხვა სტატიები