El Chiringuito: "მიქაუტაძე მთავარი კანდიდატია, მაგრამ ვილიარეალი 70 მილიონს ითხოვს"
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ტელევიზია El Chiringuito TV საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. სიუჟეტში ჟურნალისტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხულიან ალვარესის ვერ დამატების შემდეგ, ბარსელონას მთავარი სამიზნე, 25 წლის ქართველია, მაგრამ ვილიარეალი უკვე 70 მილიონ ევროს ითხოვს.
"ბარსელონა გიორგი მიქაუტაძის ვარიანტს განიხილავს, მაგრამ ვილიარეალი მას უკვე 70 მილიონად აფასებს.
სათადარიგო გეგმა აიოზე პერესია, რომელიც 10-15 მილიონი ევრო დაჯდება, ოღონდ იმ პირობით, რომ, შემდეგ ზაფხულს ხულიან ალვარესს დაიმატებენ.
მესამე ვარიანტად ლაუტარო მარტინესი განიხილება", - ამბობს ჟურნალისტი მარკოს ბენიტო.
👀 INFORMACIÓN @marcosbenito9 sobre el mercado del BARÇA:
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) August 18, 2026
💰 "Valora la opción MIKAUTADZE, pero el Villarreal lo tasa en 70M".
👀 "La opción B es Ayoze, que podría salir por 10-15M, si Julián llega en 2027".
3️⃣ "La tercera opción es Lautaro Martínez". pic.twitter.com/iAM8TouNmz
ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ შედეგიანად დაიწყო. ლა ლიგის გახსნითი ტურის მატჩში ვილიარელმა სანტანდერის რასინგთან, სტუმრად, ელ სარდინეროზე ფრედ (2:2) ითამაშა, გამათანაბრებელი გოლის დროს კი გადამწყვეტი პასი ნიკოლა პეპეს სწორედ 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გაუკეთა.