Belive

"ნაპოლიმ უნდა გადაწყვიტოს" - მიიღებს თუ არა კვარა სერია A-ს მედალს ჩემპიონობის შემთხვევაში?

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello sport საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. იტალიური მედია 24 წლის ქართველი ვარსკვლავის ბრწყინვალე სათამაშო ფორმას აქებს და "ნაპოლის" ჩემპიონობის შემთხვევაში ოქროს მედლის მიღების საკითხის დეტალებზე საუბრობს.

"ხვიჩა კვარაცხელიას არჩევანი "პსჟ-ში" გადასვლასთან დაკავშირებით მას კმაყოფილებას ანიჭებს. ქართველი ვარსკვლავი იდეალურად მოერგო ლუის ენრიკეს "პსჟ-ს" ახალ ვექტორს, რომელმაც შეწყვიტა ვარსკვლავების დევნა და უფრო გააზრებული გზით ნიჭიერი ვარსკვლავების შეკრება გადაწყვიტა. კვარაცხელია ამ კონცეფციაში ზუსტად ჯდება და მისი გავლენა ახალ გუნდზე მნიშვნელოვანია.

ახალი გუნდის შემადგენლობაში მას უკვე 4 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული. ინდივიდუალურ დონეზე წარმატებული თამაშის გარდა, მან ტიტულის მოგება უკვე მოახერხა, როცა ლიგა 1 დიდი უპირატესობით მოიგო, ახლა კი შეუძლია ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართოს.

ამავე დროს, კვარას ძველი გუნდიც კარგად თამაშობს. "ნაპოლი" ჩემპიონატს სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ფურცელზე, მილანის "ინტერთან" შედარებით უკეთესი კალენდარი აქვს. თუ ნეაპოლელები ტიტულს ისტორიაში მეოთხედ მოიგებენ, ხვიჩა კვარაცხელია მედალს ავტომატურად ვერ მიიღებს. იტალიის ჩემპიონატის დებულებაში არის წესი, რომელიც თავად მედალს იმ ფეხბურთელს გადასცემს, რომელიც საჩემპიონო მომენტში გუნდშია რეგისტრირებული, დანარჩენი კი "ნაპოლის" გადასაწყვეტია, გაუგზავნის თუ არა მას კუთვნილ ჯილდოს. ხვიჩა კვარაცხელიამ 17 მატჩში 1187 წუთი ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს gazzetta.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისა" და "პსჟ-ს" შემადგენლობაში ამ სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში ასევე 9 საგოლე პასია.

სხვა სტატიები