საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ისრაელის წინააღმდეგ
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს დაუპირისპირდება, მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ცნობილია, რა შემადგენლობით ითამაშებს ჩვენი ნაკრები:
გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ილია ბერიაშვილი, ლუკა გადრანი, გიორგი წიტაიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.