Belive

წლის საუკეთესო გუნდი: ოქროს ბურთზე პსჟ და კიდევ 4 კლუბი წარადგინეს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციებთან ერთად, მსოფლიოს სეზონის საუკეთესო გუნდიც დასახელდება.

France football-მა წლის გამორჩეული გუნდების მოკლე სიაში ცხადია, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ც შეიყვანა.

პარი სენ-ჟერმენმა 2024/25 წლების სეზონში ლიგა 1, საფრანგეთის თასი, სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

პსჟ-სთან ერთად, საუკეთესო გუნდებს შორის ლონდონის ჩელსი, ლივერპული, ბარსელონა და ბრაზილიური ბოტაფოგო არიან დასახელებული.

24 წლის ქართველი ვარსკვლავი მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიალი 22 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები