"ნაპოლი მოქმედებას აპირებს" - იტალიაში კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობენ
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებს.
კონკრეტულად, არაერთი იტალიური მედია საშუალება აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" 22 წლის ქართველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
საუბარია იმის შესახებ, რომ ინტერესი აქამდეც არსებობდა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა, ახლა კი, "ნაპოლი" აღნიშნულ საკითხში წინსვლას გეგმავს.
რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, მათ სურთ, რომ საკუთარი სახელფასო ჭერი არ დაარღვიონ და ფეხბურთელის ყოველწლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევროს არ გადასცდეს, თუმცა ხელფასის თითქმის გასამმაგება და ბონუსების მაღალი ოდენობის განსაზღვრა მოსალოდნელი ვარიანტია.
ასევე, ნათქვამია ისიც, რომ უახლოეს პერიოდში, პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
აღნიშნულია, რომ იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დამატების სურვილი რამდენიმე ევროპულ გუნდს აქვს და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.