Belive

ისტორიაში პირველად: საქართველოს ნაკრები FC24-ში დაემატა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2024 წლის 6 ივნისი ქართული ფეხბურთისა და კიბერსპორტის მოყვარულებისთვის ისტორიული დღეა. არსებობის ისტორიაში პირველად, პოპულარულ საფეხბურთო თამაშში, FC24-ში საქართველოს ნაკრები დაემატა.

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები უკვე EA Sports-ის პოპულარული თამაშის ოფიციალური წევრი გახლავთ და ამიერიდან, მოთამაშეებს ჩვენი გუნდის არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.

View this post on Instagram

A post shared by Georgian Football Team (@nakrebi)

საქართველო ევრო 2024-ზე მონაწილეობას F ჯგუფში მიიღებს, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება. ჩვენი გუნდი პირველ, ისტორიულ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართავს.

სხვა სტატიები