Belive

"ნაპოლი იცვლება, კვარამ თავისი ფეხბურთი დაიბრუნა" - იტალიური მედია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, შესანიშნავ ფორმაშია. 22 წლის ქართველმა შემტევმა ეროვნულ გუნდში ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანის (დუბლი შოტლანდიასთან და გოლი ესპანეთთან) და გუნდში დაბრუნების შემდეგ. "ატალანტას" კარი კიდევ ერთხელ აიღო და სერია A-ს 2023/24 წლების სეზონში რიგით მეოთხე ბურთი შეაგდო.

ნეაპოლურ კარიერაში რიგით მეორედ თავური დარტყმით გოლის გატანას პოპულარული იტალიური საფეხბურთო მედია საშუალება Corriere dello Sport-ი გამოეხმაურა.

"ნაპოლი" აღარ არის ისეთი, როგორსაც ვხედავდით. გასაგებია, რომ ფეხბურთში მაგიის დაბრუნება რთულია და პირდაპირ, დაკოპირების ფუნქციით საჩემპიონო "ნაპოლის" თამაშის გადმოტანა რთულია. ისიც ნათელია, რომ არც თავად გუნდს აქვს ზუსტად იგივეს გამეორების პრეტენზია, თუმცა შედევრები იდენტურად არ მეორდება და ისინი ფორმას იცვლიან. ასეა კვარას შემთხვევაშიც, რომელმაც თავისი ფეხბურთი დაიბრუნა, თანაც ამ ყველაფერს იმ სიმსუბუქით აკეთებს, რომელიც მას ბავშვური ბუნების, საკუთარი თავის შენარჩუნებაში ეხმარება და აძლევს საშუალებას, რომ ოცნებისკენ სვლა განაგრძოს.

უბრალოდ დააკვირდით მის სტატისტიკას და დატკბით. ნეაპოლში გადასვლის შემდეგ 18 გოლი და ამდენივე საგოლე პასი შემოგვთავაზა. მასზე მეტად იტალიაში ვინმეს მოწონება ძნელია, ევროპაში კი პატივს შესაძლოა მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორთან, ლეო მესისთან, ბუკაიო საკასა და მოჰამედ სალაჰთან ინაწილებს", - წერს Corriere dello Sport-ი.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. რაც შეეხება "ნაპოლის" 24 ქულით ნეაპოლელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები