"რამდენიმე გუნდის ინტერესი გაჩნდა" - ესპანურ მედიაში გიორგი ქოჩორაშვილზე საუბრობენ
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ესპანური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. superdeporte-ის ინფორმაციით, რამდენიმე გუნდი 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს და "ლევანტე" ამ ტრანსფერში საშუალოდ, 5 მილიონ ევრომდე ოდენობის თანხას მიიღებს.
"საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას ლა ლიგა 2-ის სეზონის საწყის ტურში წარმატებული თამაში, გატანილი გოლი და გამარჯვება დაემატა.
ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ქოჩორაშვილი როგორც ერთ-ერთი აღმოჩენა და საქართველოს ნაკრების წარმატების ერთ-ერთი ლიდერი ისე წარმოჩინდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "ლევანტეს" ჯერ კიდევ აქტიური სატრანსფერო ბაზრისთვის ჰყავს სრულფასოვნად გამზადებული ფეხბურთელი, რომელსაც თავის ახალ გუნდში გადასვლით შეუძლია გუნდს ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაეხმაროს.
რამდენიმე გუნდის ინტერესი უკვე გამოიკვეთა. "ლევანტე" კონკრეტული ფასის დასახელებისგან თავს იკავებს და ერთგვარ აუქციონს ელოდება, მაგრამ აშკარაა, რომ მოლაპარაკებების დროს საუბარი 5 მილიონი ევროდან დაიწყება.
ამ ეტაპზე, კონკრეტული ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს, მხოლოდ ზოგადი შეკითხვებით გამოხატული ინტერესი და ინფორმაციის გაგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია გიორგი ქოჩორაშვილისა და "ლევანტეს" ხედვები მომავალთან მიმართებაში.
გუნდის ხელმძღვანელობა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჭკვიანურად მოიქცა. მათ შესანიშნავად იციან თუ რა მარგალიტი ჰყავთ და ამიტომ, ვიდრე ფართო ასპარეზზე გამოჩნდებოდა, მას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. ეს სტრატეგიული ნაბიჯია იმ უცნობებისთვის, რომლებმაც აქამდე, შესაძლოა, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ასე რომ, "ლევანტეს" განახლებული კონტრაქტის პირობებით შესაძლებლობა აქვს, სულ მცირე 5 მილიონი ევრო მოითხოვოს", - წერს superdeporte.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის საწყის ტურში საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულება მოახერხა, მისმა გუნდმა ხიხონის "სპოტინთან" (2:1) იმარჯვა და ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყო.