Belive

"კვარა და ლობოტკა დარჩებიან, დანარჩენი, ყველა შეიძლება წავიდეს" - ნეაპოლელი მედიის მენეჯერი

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Napoli Magazine-ის დირექტორმა, ანტონიო პეტრაზუოლომ Radio Amore-ს პირდაპირ ეთერში "ნაპოლის" სამომავლო გეგმების და კონკრეტულად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ახლა სეზონის ჩამთავრებას უნდა დაველოდოთ. "ემპოლისთან" მატჩის შემდეგ, ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება.

"ნაპოლისთვის" აღნიშნული სეზონი მთლიანად ძალიან არასწორად დაიგეგმა და მშენებლობაც ასევე დაიწყო. მომავალ სეზონზე უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია და სტანისლავ ლობოტკა ისევ აქ იქნებიან და ეს საეჭვო არ უნდა იყოს, დანარჩენი კი საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში, შესაძლებელია გუნდი ყველა ფეხბურთელმა შეიცვალოს.

რა თქმა უნდა, მთელ შემადგენლობას არ გაუშვებენ, მაგრამ ბევრმა მათგანმა შესაძლებელია გუნდი შეიცვალოს. გუნდში ფინანსების მოზიდვა ფეხბურთელების მოტივირებას გამოიწვევს, რადგან ამ სეზონში სპორტული მოტივაცია "ნაპოლისთვის" ნამდვილად ცოტაა.

სირცხვილია, რომ მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დამატებითი შესაძლებლობები ჩნდება, "ნაპოლი" გადასარჩენად მებრძოლი "ემპოლისთვის" მოგებას ვერ ახერხებს.

"ნაპოლის" გენერალური მენეჯერის პრობლემა აქვს. საჭიროა იყოს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს", - თქვა ანტონიო პეტრაზუოლომ.

2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 10 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება თავად სამხრეთულ გუნდს, იტალიის სერია A-ში ნეაპოლელებს 49 ქულა აქვთ დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი 28 აპრილს, "რომასთან", საშინაო კედლებში უნდა გამართონ.

სხვა სტატიები