Belive

"მრავალპროფილური ფეხბურთელია და ბევრი დრო ექნება" - Goal ჩაკვეტაძეზე წერს

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალების Goal-ის იტალიური ვერსია სერია A-ს ახალწვეულების შესახებ სტატიას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავს.

"პოზიცია: ნახევარმცველი. ძალიან მრავალპროფილური მოთამაშეა: შეუძლია ითამაშოს შემტევ ნახევარმცველად ფორვარდის უკან, ასევე ფლანგზე ან ცენტრალურ ნახევარმცველად. საქართველოს ნაკრების საკვანძო ფიგურაა, კლასიკური ტექნიკური შემსრულებელი, რომელსაც გატანის ალღოც აქვს.

ძირითადის მოთამაშეა თუ არა? მწვრთნელმა რუნიაიჩმა შესაძლოა ის სხვადასხვა როლში გამოიყენოს: როგორც ხუთკაციანი ნახევარდაცვის წევრი, ისე მეორე ფორვარდად დევისის ზურგს უკან. ძირითად შემადგენლობაში სტაბილური ადგილი გარანტირებული არ აქვს, თუმცა სეზონის განმავლობაში სათამაშო დროს ნამდვილად არ უჩივლებს", - წერს Goal.it.

27 წლის ქართველი ფეხბურთელი უდინეზეს ამ ზაფხულს შეუერთდა და იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.