"ეს თანაგუნდელების დახმარებით შევძელი" | კვარა პრესტიჟული ჯილდოს მოგების შემდეგ საუბრობს
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ GQ France-ის მიერ წლის საუკეთესო მამაკაცად დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა და წარმატებაში თანაგუნდელების როლზე გაამახვილა ყურადღება.
"ეს ჩემთვის დიდი პატივია.
თანაგუნდელებთან ერთად პსჟ-ში წარმოუდგენელი სეზონი მქონდა და ამით ვამაყობ.
არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მათი მხარდაჭერის გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო. ნამდვილად ვამაყობ საკუთარი თავით და თანაგუნდელებით, რომლებიც ამ ჯილდოს მოგებაში დამეხმარნენ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
პსჟ-ს შემადგენლობაში 2026 წელს გამართულ 32 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მან ზედიზედ მეორედ უეფას ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.