ქოჩორაშვილის თამაში ბერნაბეუზე საეჭვოა
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს საკლუბო კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. სევილია ლა ლიგის მე-9 ტურში, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალს შეხვდება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის გარსია პლაცა საუბრობს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“შესაძლოა, ის განაცხადში იყოს: სულ მცირე, სათადარიგოთა სკამზე. შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს, ან საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდეს”, - ამბობს ლუის გარსია.
მცირე ტრავმის გამო, გასულ კვირაში გიორგი ქოჩორაშვილს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და რეალთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ ამის გამო დადგა.
სევილიას 8 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. ქოჩორაშვილმა ამ სეზონში ლა ლიგაში, 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.