გაბრიელ სიგუა ტრავმის გამო ორ თვეს გამოტოვებს
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა ტრავმის გამო ორი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბაზელის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს. შვეიცარიული გუნდის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ 19 წლის ქართველ ნახევარმცველს ტერფის კუნთის დაზიანება აქვს მიღებული, რის გამოც ორი თვე გაუცდება. ასევე, გაირკვა ისიც, რომ ქართველ ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება არ სჭირდება.
გაბრიელ სიგუა "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და 2023 წლის ივლისში შვეიცარიული გრანდის ფეხბურთელი გახდა. მას "ბაზელში" 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 3 გოლი გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გაბრიელ სიგუას აქტივში 5 ჩატარებული მატჩი, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში კი 2 შეხვედრაა.