Marca: "მამარდაშვილის ტრანსფერისთვის უამრავი დეტალია მოსაგვარებელი"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ყველაზე პოპულარული ესპანური მედია საშუალება Marca საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.
სტატიაში, რომელიც 23 წლის ქართველ ვარსკვლავს ეხება, საუბარია იმაზე, თუ რატომ ჭიანურდება მისი "ვალენსიადან" "ლივერპულში" ტრანსფერის ფორმალური დეტალების მოგვარება და ყველაფრის გაოფიციალურება.
"საქმიანი ურთიერთობა "ვალენსიასა" და "ლივერპულს" შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერისთვის გრძელდება. ტრანსფერის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება, უბრალოდ ყველაფერი უამრავი ხელშეკრულების გამო იწელება. მთელი კვირის განმავლობაში ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველა პუნქტი შესაბამისობაში მოიყვანონ, რათა ტრანსფერის ოფიციალურად დარეგისტრირება მოხერხდეს. ეს მარტივი ამბავი არ გახლავთ და ამას თითქმის ერთი კვირა სჭირდება.
არც ერთი მხარე არ ჩქარობს. მართალია, მათ შეთანხმება მიღწეული აქვთ, მაგრამ სურთ, რომ ყველა დეტალი ხელშეკრულებაში ზედმიწევნით ზუსტად ასახონ.
ძირითადი საკითხები, რომელიც ყველაფრის მოგვარებას ხელს უშლის, არის სატრანსფერო თანხა. "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო სრულად არ იფარება, მაგრამ "ლივერპული" თითქმის ამ ოდენობის თანხას იხდის. შესაბამისად, ესპანური გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწყისი გადახდის დროს ინგლისელებისგან რაც შეიძლება მეტი ანაზღაურება მიიღოს. ასევე, დასადგენია გადადის გრაფიკი და მეთოდები. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოსაგვარებელია, ეხება ფეხბურთელის მიერ, "ლივერპულისთვის" მოტანილი სპორტული წარმატების ბონუსებში ასახვას.
მთავარი საკითხი, არის იჯარა. ის, თუ რამდენ ხანს ითამაშებს იჯარის წესით "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილი. ახლადდაწყებულ სეზონს ის ესპანურ გუნდში გაატარებს, მაგრამ შესაძლებელია ეს შემდეგ გათამაშებაშიც მოხდეს. ყველაფერი ალისონ ბეკერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ბრაზილიელი მეკარის არჩევანი, დარჩეს ევროპის ელიტარულ ლიგებში თუ აირჩიოს ეგზოტიკური ჩემპიონატი, მიმდინარე სეზონის რაღაც მომენტში გაირკვევა და "ვალენსია" ამაზეა დამოკიდებული", - წერს Marca.
გიორგი მამარდაშვილმა 2024/25 წლების სეზონი "ვალენსიას" შემადგენლობაში უკვე დაიწყო, მისმა გუნდმა საწყისი ორივე ტურის მატჩი წააგო, თავად კი ვიგოს "სელტას" ლეგენდის, იაგო ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია.