ემპოლის მცველი: "საბა გოგლიჩიძე მთელ თავის ნიჭს ავლენს, ის ზრდას გააგრძელებს"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ემპოლის" ცენტრალურმა მცველმა, არდიან ისმაილიმ, თავისი თანაგუნდელისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძეს შესახებ ისაუბრა.
"ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მყისიერად ინტეგრაცია არასოდესაა ადვილი, მაგრამ მათ სწრაფად შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. საბას აფეთქება შთამბეჭდავია, ის მთელ თავის ნიჭს ავლენს და დარწმუნებული ვარ ზრდას გააგრძელებს. ჩვენს გუნდს გამოცდილებისა და ახალგაზრდობის კარგი ნაზავი აქვს და ეს ძალიან გვეხმარება", - ამბობს ალბანელი ფეხბურთელი.
"ემპოლის" ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ 4 მატჩია, სერია A-ში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და მიჯრით სამი შეხვედრაა მისი გუნდი კარის უსაფრთხოებას მშრალად ინახავს, მათ შორის გასულ ტურში, "ფიორენტინასთან".
"ემპოლი" ტურინის "იუვენტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი წაუგებელი გუნდია და 10 ქულით ევროზონაში იმყოფება.
საბა გოგლიჩიძე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ზედიზედ მეორედ, უკრაინასა და ალბანეთთან გასამართი მატჩებისთვის გამოიძახა.