Whoscored-ის სიმბოლური: 5 ქართველი და კვარაცხელიას საუკეთესო შეფასება
უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონების პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ორი მატჩის ჯამში (9:1) მოუგო და რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატისტიკური პლატფორმის, whoscored-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი დივიზიონის 4 წყვილის 8 მატჩის შედეგების მიხედვით შედგენილ სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში მხოლოდ 4 ნაკრების, საქართველოს, სლოვენიის, ირლანდიისა და კოსოვოს ფეხბურთელები მოხვდნენ.
სიმბოლურ გუნდში ნახევარდაცვის ხაზი სრულად ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან, ხოლო ფორვარდის პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძეა გამწესებული.
გუნდში მოხვედრილ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო, თანაც მაქსიმალური შეფასება, ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომლის თამაშმაც 10 კოეფიციენტი დაიმსახურა.
