Marca: "მამარდაშვილი ნიუკასლის მთავარი სამიზნეა"
პოპულარული ესპანური მედია საშუალება Marca საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია 23 წლის ქართველი ფეხბურთელის მისამართით ევროპის ელიტარული გუნდის ინტერესებზე და მათ შორის, მთავარი აქცენტი ინგლისურ "ნიუკასლზე" კეთდება.
Marca საუბრობს იმის შესახებ, რომ "კაჭკაჭებს" იდეალური სეზონი არ აქვთ და მათი სამი მეკარიდან ვერც ერთი ბრწყინავს (ნიკ პოუპი, მარტინ დუბრავკა და ლორის კარიუსი). გუნდის ხელმძღვანელობა მეკარის დამატების საკითხზე მუშაობს და ტრანსფერისთვის ნომერ პირველი არჩევანი სწორედ გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.
სტატიაში ხაზი აქვს გასმული იმ გარემოებას, რომ "ვალენსიას" ხელმძღვანელობას ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთი მილიონი ევროც კი არ დაუჯდა და ახლა მის სანაცვლოდ სულ მცირე 40 მილიონი ევროს მიღება სურთ. მათთვის ახლა ტრანსფერის განხორციელება ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამავე დროს კი დაინტერესებული მხარისთვის ეს გამოწვევას არ წარმოადგენს.
გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიაში" მორიგი ბრწყინვალე სეზონი აქვს და მან 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც მხოლოდ 21-ში შეძლეს მეტოქეებმა მის კარში გოლის გატანა.