გიორგი მიქაუტაძე: "ყოველთვის მჯერა, რომ გოლს გავიტან"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"რეიმსთან" ლიგა 1-ში" გატანილი გოლის და 21-ე ტურში მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი საკუთარ და გუნდის თამაშს აფასებს.
"ვიცოდი, თუ სად უნდა დავხვედროდი პასს, რადგან მსგავს რამეს ვარჯიშის დროს ხშირად ვაკეთებთ და ამაზე გვისაუბრია. შერკი პასს შორეულ ძელთან აწვდის, მე კი უნდა დავუხვდე სწორ ადგილას და ფეხი დავახვედრო.
კარგი შედეგია: სრულად ვითამაშე, ოთხი გოლი გავიტანეთ, არცერთი გავუშვით და 3 ქულა მოვიპოვეთ. თავს კარგად ვგრძნობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მატჩების მოგება და სატურნირო ცხრილში წინსვლა.
აქამდე, გასულ მატჩებში წაგებების შემდეგ ზეწოლას ნაკლებად განვიცდიდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ქულები გვჭირდებოდა. დღეს, აქ, საშინაო კედლებში გავიმარჯვეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, შეტევაში უფრო მეტს ვცდილობთ და უფრო კომპაქტურად ვიცავთ თავს, უფრო და უფრო ვუმჯობესდებით და ეს მომავლისთვის კარგია.
ახალ მწვრთნელს საკუთარი სტილი აქვს და ეტაპობრივად ადაპტირებას ვახერხებთ, შევძლებთ, რომ უფრო მეტად შევთამაშდეთ და ისეთი კარგი მატჩები ჩავატაროთ, როგორც ახლა.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მჯერა, რომ გოლის გატანას მოვახერხებ. 90 წუთში შანსი არ მომეცა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამას შევძლებდი და შევძელი.
ვცდილობ, რომ უფრო მეტად დავეხმარო თანაგუნდელებს შეტევის აგებაში, ამას მწვრთნელი გვთხოვს ფორვარდებს, კარგია, რომ მატჩის მიწურულს გოლის გატანაც შევძელი", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
გიორგი მიქაუტაძემ "რეიმსთან" ამ სეზონში ლიგა 1-ში მეხუთე გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე ეს 24 წლის ფეხბურთელისთვის მეცხრე გოლია. ამასთან ერთად, ქართველის აქტივში კიდევ 2 საგოლე პასია.